ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
თბილისში თურქეთის საელჩოში თურქეთის რესპუბლიკის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა PDF Print E-mail
Sunday, 05 November 2023 05:54

2023 წლის 30 ოქტომბერს ქ. თბილისში თურქეთის საელჩოში თურქეთის რესპუბლიკის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასოციაციების თავმჯდომარეები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ღონისძებას ასევე დაესწრო DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბატონმა ოსმანმა კიდევ ერთხელ მიულოცა ყველას თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების მე-100 წლისთავის იუბილე და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ღონისძიების ორგანიზიებისთვის.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 05 November 2023 05:09

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 717

 
საერთაშორისო კონფერენცია ‘’CEO MeetUp’’ ვაჭრობა და ლოჯისტიკა PDF Print E-mail
Wednesday, 01 November 2023 13:39

2023 წლის 24 ოქტომბერს უინდემ გრანდ თბილისში Caspian Energy Club Georgia-ს ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია ‘’CEO MeetUp’’ ვაჭრობა და ლოჯისტიკა გაიმართა. კონფერენციას მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასოციაციის თავმჯდომარეები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, შუა დერეფნის შესაძლებლობები და პერსპექტივები და ლოჯისტიკაში არსებული სიახლეები და გამოწვევები. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ სიტყვით მიმართა. ბატონმა ოსმანმა ისაუბრა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და მეტი უცხოური ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობაზე.

 

 
„აბრეშუმის გზის ფორუმი” PDF Print E-mail
Wednesday, 01 November 2023 13:36

2023 წლის 26 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა, რომლის ძირითად თემას წარმოადგენს „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის”. ფორუმს, 60-მდე ქვეყნის 2 000-მდე დელეგატს მასპინძლობს. ფორუმზე განიხილეს შემდეგი საკითხები: შუა დერეფნის მზარდი როლი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის ახალი არქიტექტურა, ციფრული კავშირი, ენერგოსექტორის დივერსიფიკაცია, ტურიზმის მდგრადობა და დივერსიფიცირებული ინვესტიციები მყარი მომავლისთვის. აღნიშნულ ღონისძებას ასევე დაესწრო DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.

 
2023 წლის 26 ოქტომბერს თურქეთის ვაჭრობის სამინისტროდან მოწვეულმა ექსპერტებმა თურქეთის საელჩოში ჩაატარეს პრეზენტაცია ციფრული ექსპორტისა და ამ სფეროში არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ PDF Print E-mail
Wednesday, 01 November 2023 13:31

2023 წლის 26 ოქტომბერს თურქეთის ვაჭრობის სამინისტროდან მოწვეულმა ექსპერტებმა თურქეთის საელჩოში ჩაატარეს პრეზენტაცია ციფრული ექსპორტისა და ამ სფეროში არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ. აღნიშნულ პრეზეტაციას ესწრებოდნენ ასოციაციის თავმჯდომარეები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ბიზნესმენები. პრეზენტაციას ასევე დაესწრო DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.

 
შეხვედრა ირანის რესპუბლიკის აგრარული სექტორის წარმომადგენლებთან PDF Print E-mail
Wednesday, 01 November 2023 13:06

2023 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ირანის რესპუბლიკის აგრარული სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, საქართველოს საინვესტიციო გარემო, აგრობიზნესის პერსპექტივები და აგრარულ სფეროში არსებული პოტენციალი. DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს სტუმრობისთვის და წარამატებები უსურვა.

 
Agro Batumi 2023 PDF Print E-mail
Wednesday, 01 November 2023 12:59

ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-11 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2023” ჩატარდა. Agro Batumi 2023 გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთბების ჩამოყალიბებას.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 29 October 2023 05:23

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 716

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 22 October 2023 06:26

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 715

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 15 October 2023 14:10

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 714

 
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Next > End >>

Page 4 of 122