ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
2023 წლის 24-25 ივლისს, ბათუმში საქპატენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ჩატარდ PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:25

2023 წლის 24-25 ივლისს, ბათუმში საქპატენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ტრანსნაციონალური უკანონო ვაჭრობის ახალ ტენდენციები და ციფრული მეკობრეობის თავიდან აცილების თანამედროვე მეთოდები. კონფერენციაზე ასევე ჩატარდა პანელური დისკუსიები. ‘’საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული პარტნიორობის განხორციელება კონტრაფაქციის თავიდან ასაცილებლად მიმართული ბრძოლის სფეროში’’ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ. მან ყურადღება გაამახვილა საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე და საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. ბატონმა ოსმანმა კონფერენციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და წარმატებები უსურვა.

 
2023 წლის 27 ივლისს თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან სეზაი უჩარმაქთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:15

2023 წლის 27 ივლისს თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან სეზაი უჩარმაქთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გამართულ შეხვედრაზე მხარებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული რიგებისა და სხვა აქტუალური პრობლემების აღმოფხვრის გზებზე. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ყურადღება გაამახვილა საბაჟოზე არსებულ რიგებსა და დაზღვევის პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემზე. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სარფის საბჟო გამშვები პუნქტის ადმინსიტრაციის უფროსი, საერთაშორისო გადამზიდავთა UND) და აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) წევრები.

 
ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისი-ტრაპიზონი, თბილისი-სამსუნის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყებას განიხილავს PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:08

თბილისი-ტრაპიზონი, თბილისი-სამსუნის მიმართულებით პირადაპირი ავიარეისების დანიშვნისა და განხორციელების თხოვნით ბიზნეს წარმომადგენლებმა ავიაკომპანია Geosky-ს უკვე მიმართეს. ტრაპიზონისა და სამსუნის მიმართულებით რეისების განხორციელების საკითხზე, ავიაკომპანია Geosky-ს მენეჯმენტსა და DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე TÜRSAB-ის შავიზღვისპირეთის ოფისის თავმჯდომარესთან ვოლქან ქანთარჯის შორის საქმიანი შეხვედრა შედგა, სადაც განხილული იყო სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა. თბილისი-ტრაპიზონი-თბილისის და თბილისი-სამსუნი-თბილისის საჰაერო ხაზებზე ავიარეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.

 
ExpoMed Batumi 2023 PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 07:48

დასრულდა კომპანია “Expo Batumi”-ის მიერ ორგანიზებული, სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა “ExpoMed Batumi”. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობდა 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება. ExpoMed Batumi-ის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 24 September 2023 06:19

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 711

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Saturday, 16 September 2023 06:25

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 710

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 10 September 2023 10:45

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 709

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 03 September 2023 05:47

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 708

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 27 August 2023 14:59

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 707

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 20 August 2023 05:50

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 706

 
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Next > End >>

Page 6 of 122