ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 19 June 2012 19:16

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 124

 
ბათუმი-ანტალიის ბიზნეს ფორუმი PDF Print E-mail
Saturday, 16 June 2012 17:29

2012 წლის 15 ივნისს ქ. ბათუმში, სასტუმრო შერატონში გაიმართა ბათუმი-ანტალიის  ბიზნეს ფორუმი.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თურქეთის მხრიდან  ქ. ანტალიის დოშემეალთის მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის “ DÖSİAD ”-ის წევრმა კომპანიებმა, ხოლო საქართველო, აჭარის ა.რ. მთავრობამ კერძო ბიზნეს სექტორთან ერთად წარმოადგინა. დელეგაცია 40 კაცისგან შედგებოდა და მასში შემავალი ბიზნესმენები მოღვაწეობდნენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის,  სამშენებლო, ტურიზმისა და ტექსტილის სფეროებში. მათი მიზანია საქართველოში ინვესტირება და ბიზნეს პარტნიორების მოძიება.  კონფერენციის განმავლობაში გაიმართა პრეზენტაცია და ორმხრივი შეხვედრები. თურქულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოლაპარაკებები გაემართათ შესაბამისი სექტორის მიხედვით პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. კონფერენციას ორგანიზატორობა გაუწია საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ, ასევე თანაორგანიზატორები იყვნენ: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის სავაჭრო პალატა, ტურიზმის დეპარტამენტი და ბათუმის საინვესტიციო სააგენტო.

 

 
კონფერენცია გაიმართა რედისონში PDF Print E-mail
Monday, 11 June 2012 11:44

2012 წლის 8 ივნისს სასტუმრო რედისონში გაიმართა ანატოლიის ბიზნესმენთა ასოციაციის „ასკონი“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ერთობლივი კონფერენცია, რომლის თანაორგანიზატორი საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია იყო. რეგიონის საინვესტიციო გარემოს გაცნობა და სამეწარმეო ურთიერთობის გაღრმავება - იყო შეხვედრის მთავარი მიზანი.ქართველმა ბიზნესმენებმა სტუმრებს რეგიონის ბიზნეს-გარემო გააცნეს და ინვესტირების შესაძლებლობებზე ესაუბრეს. თურქი ბიზნესმენები ძირითადად ტურიზმის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდნენ.კომპანიის წარმომადგენლებთან კონკრეტული წინადადებების შესახებ გაიმართა ორმხრივი მოლაპარაკებები. ბიზნესმენთა ასოციაცია"ანატოლიის ლომები" იგივე "ასკონი" აერთიანებს ბიზნესმენებს და მეწარმეებს, რომლის წევრმა კომპანიებმა 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და დასაქმებულია 125 ათასი ადამიანი.

 

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 11 June 2012 00:00

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 123

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Friday, 01 June 2012 20:45

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 122

 
საინვესტიციო შეთავაზებები PDF Print E-mail
Thursday, 31 May 2012 11:30

საინვესტიციო შეთავაზებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ტურისტული           ინფრასტრუქტურის, ბინათმშენებლობის და სხვა დარგების განვითარების მიზნით განკუთვნილ ობიექტებს.ქვემოთაღნიშნული ლინკების საშუალებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ საინვესტიციო შეთავაზებებს სხვადასხვა დარგებში.

http://mofea.ge/index.php?cont=19

1. მოცემული ლინკის საშუალებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება მსუბუქი მრეწველობის დარგში, სადაც მოყვანილია მრეწველობის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები, საინვესტიციო დარგობრივი მიმართულებები და გასაყიდი ობიექტები.

http://mofea.ge/admin/upload/File/privat/industrial.pdf

2. აღნიშნული ლინკი გვაწვდის ინფორმაციას სოფლის მეურნეობის დარგში

http://mofea.ge/admin/upload/File/privat/soflismeur.pdf

3. მოცემული ლინკის მიხედვით შესაძლებელია გავეცნოთ ტურიზმის სფეროს, კერძოდ ტურისტრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით წარმოდგენილია საპრივატიზებო ობიექტები. განსაკუთრებული შეთავაზებაა აპარტამენტებისა და სასტუმროს მშენებლობისთვის, სავაჭრო ცენტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სანოტარიუმების და სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობის მიზნით.

http://mofea.ge/admin/upload/File/privat/turizm%20GEO.pdf

4. დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ტექსტილის დარგში საინვესტიციო შეთავაზებების შესახებ.

http://www.apparel.ge/upload/file/Apparel%20Investment%20Proposal%20(ppt).pdf

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Wednesday, 30 May 2012 00:00

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 121

 
საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თბილისში PDF Print E-mail
Tuesday, 29 May 2012 00:00

 

2012 წლის 28 მაისს სასტუმრო „Radisson Blue Iveria"-ში გაიმართა საერთაშორისო სავაჭრო პალატა ICC-Georgia-ს მიერ ორგანიზებული მეოთხე რეგიონალური კონფერენცია.

 

შეხვედრას 14 სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრებოდა, ასევე ICC სათაო ოფისის მაღალი რანგის აღმასრულებლები პარიზიდან და ლონდონიდან.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია დაესწრო კონფერენციას, წარმომადგენლებს აჭარის შესახებ წარედგინათ პრეზენტაცია და დაურიგდათ სარეკლამო მასალები.

კონფერენციის ფარგლებში,სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სამ არაბულ ქვეყანასთან - დუბაის საემიროებთან, ბაჰრეინის სამეფოსთან და შარჯას სამეფოსთან ხელშეკრულება გააფორმა.

უახოეს მომავალში საერთაშორისო სავაჭრო პალატა გეგმავს სტამბოლში კონფერენციის ჩატარებას, რომელშიც ინვესტორთა ასოციაცია მიიღებს მონაწილეობას.

 

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Wednesday, 23 May 2012 08:22

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 120

 
სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ PDF Print E-mail
Wednesday, 23 May 2012 00:00

აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ბათუმის პროფესიულ კოლეჯ „ბლექსის“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის 8 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცეს, რომლებიც ,,AJARA TEXTILE"-ში უკვე დასაქმდნენ.


„ეს კარგი მაგალითია მთავრობისა და კერძო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობისა. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და სასწავლებელი შევაკეთეთ, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დავამუშავეთ სასწავლო პროგრამები, კერძო ინვესტორებმა კი მათ დასაქმებას შეუწყეს ხელი. საბჭოთა პერიოდში მკერავის სპეციალობის შესწავლას სამი წელიწადი ჭირდებოდა. ახლა მისი დაუფლებისთვის რამდენიმე თვეა საჭირო. ეს კი დასაქმების საშუალებას მაქსიმალურად მცირე დროში იძლევა,“ – განაცახდა ლევან ვარშალომიძემ.

პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი" და შპს ,,AJARA TEXTILE"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმდა. კოლეჯმა აიღო ვალდებულება შპს ,,AJARA TEXTILE" - სათვის მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში მოამზადოს 60 სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი. 

პროფესიულ კოლეჯში ,,ბლექსი" 388 სტუდენტი ეუფლება სვადასხვა პროფესიას, აქედან 32 სამკერვალო ნაწარმის სპეციალობას სწავლობს.

 
<< Start < Prev 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 Next > End >>

Page 98 of 122