შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ხოფის გამგებელსა და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციის უფროსთან Print
Friday, 14 April 2023 05:39

2023 წლის 12 იანვარს Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ხოფის გამგებელსა და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციის უფროსს გურქან უჩუნჯუს საპასუხო ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, სარფის საბაჟოზე არსებული შეფერხებები და სხვა აქტუალური საკითხები.