შეხვედრა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან Print
Sunday, 21 January 2024 14:33

2024 წლის 12 იანვარს  DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე   სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულ ალექსანდრე ჯიშკარიანთან ერთად საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს გიორგი პერტაიას ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს საინვესტიციო გარემო და ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ გიორგი პერტაიას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.