საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თბილისში Print
Tuesday, 29 May 2012 00:00

 

2012 წლის 28 მაისს სასტუმრო „Radisson Blue Iveria"-ში გაიმართა საერთაშორისო სავაჭრო პალატა ICC-Georgia-ს მიერ ორგანიზებული მეოთხე რეგიონალური კონფერენცია.

 

შეხვედრას 14 სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრებოდა, ასევე ICC სათაო ოფისის მაღალი რანგის აღმასრულებლები პარიზიდან და ლონდონიდან.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია დაესწრო კონფერენციას, წარმომადგენლებს აჭარის შესახებ წარედგინათ პრეზენტაცია და დაურიგდათ სარეკლამო მასალები.

კონფერენციის ფარგლებში,სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სამ არაბულ ქვეყანასთან - დუბაის საემიროებთან, ბაჰრეინის სამეფოსთან და შარჯას სამეფოსთან ხელშეკრულება გააფორმა.

უახოეს მომავალში საერთაშორისო სავაჭრო პალატა გეგმავს სტამბოლში კონფერენციის ჩატარებას, რომელშიც ინვესტორთა ასოციაცია მიიღებს მონაწილეობას.