კონფერენცია გაიმართა რედისონში Print
Monday, 11 June 2012 11:44

2012 წლის 8 ივნისს სასტუმრო რედისონში გაიმართა ანატოლიის ბიზნესმენთა ასოციაციის „ასკონი“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ერთობლივი კონფერენცია, რომლის თანაორგანიზატორი საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია იყო. რეგიონის საინვესტიციო გარემოს გაცნობა და სამეწარმეო ურთიერთობის გაღრმავება - იყო შეხვედრის მთავარი მიზანი.ქართველმა ბიზნესმენებმა სტუმრებს რეგიონის ბიზნეს-გარემო გააცნეს და ინვესტირების შესაძლებლობებზე ესაუბრეს. თურქი ბიზნესმენები ძირითადად ტურიზმის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდნენ.კომპანიის წარმომადგენლებთან კონკრეტული წინადადებების შესახებ გაიმართა ორმხრივი მოლაპარაკებები. ბიზნესმენთა ასოციაცია"ანატოლიის ლომები" იგივე "ასკონი" აერთიანებს ბიზნესმენებს და მეწარმეებს, რომლის წევრმა კომპანიებმა 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და დასაქმებულია 125 ათასი ადამიანი.