ბათუმი-ანტალიის ბიზნეს ფორუმი Print
Saturday, 16 June 2012 17:29

2012 წლის 15 ივნისს ქ. ბათუმში, სასტუმრო შერატონში გაიმართა ბათუმი-ანტალიის  ბიზნეს ფორუმი.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თურქეთის მხრიდან  ქ. ანტალიის დოშემეალთის მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის “ DÖSİAD ”-ის წევრმა კომპანიებმა, ხოლო საქართველო, აჭარის ა.რ. მთავრობამ კერძო ბიზნეს სექტორთან ერთად წარმოადგინა. დელეგაცია 40 კაცისგან შედგებოდა და მასში შემავალი ბიზნესმენები მოღვაწეობდნენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის,  სამშენებლო, ტურიზმისა და ტექსტილის სფეროებში. მათი მიზანია საქართველოში ინვესტირება და ბიზნეს პარტნიორების მოძიება.  კონფერენციის განმავლობაში გაიმართა პრეზენტაცია და ორმხრივი შეხვედრები. თურქულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოლაპარაკებები გაემართათ შესაბამისი სექტორის მიხედვით პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. კონფერენციას ორგანიზატორობა გაუწია საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ, ასევე თანაორგანიზატორები იყვნენ: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის სავაჭრო პალატა, ტურიზმის დეპარტამენტი და ბათუმის საინვესტიციო სააგენტო.