შეხვედრა შრომის კოდექსთან დაკავშირებით ICC-ის ოფისში… Print
Thursday, 06 December 2012 06:22

2012 წლის 3 დეკემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ადამიანური რესურსების მართვის კომისიამ გამართა შეხვედრა შრომის კოდექსთან შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ექსპერტმა, თამარ კოვზირიძემ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საკითხთან დაკავშირებით, შეაფასა შრომის კოდექსი. შეხვედრას საერთაშორისო  ინვესტორთა ასოციაცია დაესწრო. კომისიის რამოდენიმე წევრმა გამოხატა შეხედულება შრომის კოდექსში არსებული მუხლების შესახებ, მოიყვანეს თავიანთი არგუმენტები, თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მთავრობის კანონმდებლობას და კომპანიის შიდა პოლიტიკას. უფრო მეტიც, პალატის კომისიამ აღმოაჩინა არაერთი არასათანადო ინტერპრეტაცია ორიგინალი საერთაშორისო შრომის კოდექსთან შედარებით. დისკუსიისას აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა.  კომისიამ ჩამოაყალიბა რამდენიმე პრიორიტეტი და წარადგინა სამოქმედო გეგმა, რათა თავიდან აცილებულ იქნას ყოველგვარი საფრთხე, რაც შესაძლოა ქართულ ბიზნეს შეექმნას. სავაჭრო პალატა აქტიურად იქნება ჩართული პრობლემის მოსაგვარებლად, დაესწრება საპარლამენტო შეხვედრებს და მჭირდოდ ითანამშრომლებს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა ქვეყნის ბიზნეს ინტერესები სათანადოდ დაიცვას.