საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა… Print
Monday, 10 December 2012 13:38

2012წლის 7 დეკემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახლად ჩამოყალიბებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული მიმდინარე ბიზნეს და საინვესტიციო საკითხები. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ხშირად  ესწრება საერთაშორისო პალატის მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან შეხვედრებს. ზოგადი ბიზნეს გარემოს მიმოხილვის გარდა, ასევე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა საბანკო სისტემა, მცირე და საშუალო საწარმოთა პრობლემატური საკითხები, კონკურენციის შესახებ კანონი, შრომის კოდექსი, საგადასახადო თემა, უძრავი ქონებისა და სამშენებლო საკითხები, ურთიერთობები მთავრობასა და პარლამენტთან. „ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ და მოვისმინეთ საკონსულტაციო საბჭოს რჩევები და შევეხეთ დღეს არსებულ პრობლემატურ საკითხებს. საშუალება მოგვეცა ჩვენი მოსაზრებები მოესმინათ საკონსულტაციო საბჭოს წევრებს დასავლეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ საქართველოში დაკავებებთან დაკავშირებით საჯარო განცხადების შესახებ და გამოვთქვით სურვილი, რომ მომავალში ესეთი სახის განცხადებები გაშუქდეს მხოლოდ დიპლომატიური ხაზით და არა მედიის საშუალებით, რადგან ისინი ერთის მხრივ ხელს უშლიან სასამართო პროცესს და მეორეს მხრივ აბრკოლებენ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში“ – განაცხადა პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ. საკონსულტაციო საბჭოს სახელით ნიდერლანდების ელჩმა, ბატონმა პიტერ ლანგენბერგმა მიმართა აუდიენციას და აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგი პალატის წევრებთან და ბიზნეს წარმომადგენლებთან. ბატონმა ლანგენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სტაბილურობაა, რის გარეშეც სერიოზული ინვესტიციების განხორციელება შეუძლებელია.