საქართველოს ინვესტორთა და აჭარის გიდების ასოციაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა Print
Tuesday, 15 April 2014 06:56

საქართველოს ინვესტორთა და აჭარის გიდების ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მიზნად ისახავს რეგიონში ტურისტული პროდუქტის სრულყოფასა და მომსახურების გაუმჯობესებას. შეთანხმების შედეგად გიდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამები მომზადება, სარეკლამო საქმიანობა დაიგეგმება, უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისათვის კონფერენციები და სემინარები ჩატარდება. მემორანდუმის ფარგლებში უკვე სხვადასხვა  სასტუმროს 60 ადმინისტრატორი  გადამზადდა. გარდა ამისა, მემორანდუმი საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებსაც ითვალისწინებს.