ჰოლანდიის სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში Print
Thursday, 01 May 2014 06:37

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოსა და სომხეთში ბატონ ჰანს პიტერ პოლ მარია ჰორბახს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. გენერალურმა მდივანმა ელჩს ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა რითაც დაინტერესდა. ბატონი ჰორბახი თვლის, რომ სოფლის მეურნეობასა და მშენებლობაში შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა. ელჩმა საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს ჰოლანდიური ინვესტიციები ჩაიდოს საქართველოში.