შეხვედრა საქართველოს საერთასშორისო ინვესტორთა ასოციაციაში Print
Thursday, 14 January 2021 12:43

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, Nurol Georgia-ს (შერატონის სასტუმრო) წარმომდგენელი ბათუმში ბატონი ლუთფუ ბილგინი, TAV Georgia-ს წარმომადგენელი ბათუმში ბატონი ალი ოზგურ ფეჰლივანი და Turkish Airline-ის (TYH) წარმომადგენელი ბათუმში ბატონი ოზგურ აღჯა ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს კორონა ვირუსი პანდემიისგან შექმნილ გლობალურ პრობელმებზე და ინდუსტრიებზე, რომლებიც კორონა ვირუსმა ყველზე მეტად დააზარა, ავიაციის სფეროში შექმნილ გამოწვევებზე და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე და ასევე შეაფასეს კორონავირუსის გავლენა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურიზმზე. აღსანიშნავია რომ, პანდემიის ფონზე „ტავ ჯორჯია“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, 17 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. გაფართოების შემდგომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.