შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში Print
Saturday, 06 February 2021 10:51

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში, კორონა ვირუსი პანდემიისგან შექმნილ რთულ ვითარებასა და გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის საკითხების განსახილველად შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა აღნიშნეს რომ, პანდემიის ფონზე გაზრდილი ელექტროენერგიის საფასური პრობლემას უქმნის მათ საქმიანობას. შეხვედრისას კომპანიის წარმომაგენლებმა წერილობითი ფორმით დაადასტურეს თავიანთი მოთხოვნები. "ასოციაცია არის ხიდი უცხეულ კომპანიებსა და საქართველოს მთავრობას შორის, ასოციაციის მიზანია მთავრობასთან ერთად ახალი ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში. საფრთხე რომ არ შეექმნათ კომპანიებს მთავრობასთან მოლაპარკებებს დავიწყებთ და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მნიშვენლოვანია უცხოელ ინვესტორებს შევთავაზოთ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოპირებები, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი მეტი ინვესტიცია დააბანდონ საქართველოში, როდესაც უცხოელი ინვესტორი ინვესიტიციის განხორციელებას გეგმავს მისთვის მნიშვენლოვანია რიგი ფაქტორები - საგადასახადო სისტემა, ელექტროენერგიის ტარიფის ფასები, კვალიფიკაციური კადრები და ადამიანური რესურები - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟვანაძემ. შეხვედრას საქართველოს ტექსტილის კომპანიების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ, ასოციაციის თავმჯდომარე საქმიანი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეხვედრას ესწრებოდა ონლაინ ფორმატში.  ასოციაციის თამვჯდომარემ მადლობა გადაუხადა, სტუმრებს ნაყოფიერი შეხვედრისა და სტუმრობისთვის.