შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან Print
Saturday, 20 February 2021 12:26

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ,   საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ექსპერტ სამართლებრივ საკითხებში დავით ქოჩიაშვილთან  და ბიზნესანალიტიკოს გიორგი კერვალიშვილსთან გაზრდილ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის მსველობისას მხარეებმა ისაუბრეს გაზრდილი  ტარიფის გავლენაზე ტექსტილის კომპანიებზე, საუბრის მსველობისას მხარეებმა აღნიშნეს თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს გაზრდილი  ტარიფი ახალი ინვესტიციის განხორციელებაზე საქართველოში და ამასთანავე რმდენად დიდ საფრთხეს შეუქმნის ტექსტილის კომპანიებს სამომავლოდ გაზარდონ ფასები წარმოებულ პროდუქციაზე. მხარეებმა იმსჯელეს თუ როგორ და რა გზით შეიძლება, ტექსტილის კომპანიებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ნინომ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარეაღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ ონლაინ შეხვედრაზე განხილულ საკითხებსა და გადაწყვეტილებების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწოდებს ქალბატონ ნინოს. ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა რომ, გაზრდილი ელექტორენერგიის ტარიფი საფრთხეს უქმნის საქართველოში ახალი ინვესტიციის შემოსვლას და უცხოელი ინვესტორების ინვესტიციას საქართველოში.