შეხვედრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ბატონ ჯაბა ფუტკარაძესთან Print
Saturday, 20 February 2021 12:32

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს საქმიანი ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს აქტუალური პრობლემები ეკონომიკაში, რაც პანდემიის დროს ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად წარმოიშვა, ასევე ისაუბრეს ადგილობრივი წარმოების გაზრდის როლზე და საქართველოში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. შეხვედრის მიმდინარეობისას ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონ ჯაბას მიიაწოდა ინორმაცია ინვესტორთა ასოციაციაციისა და წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ და უახლოეს მომავალში წევრ კომპანიებტან ერთად დაპატიჟა ასოციაციაში. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბატონ ჯაბა ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა ბატონ ოსმანს ნაყოფიერი შეხვედრისთვის.