შეხვედრა TAV Georgia-ს წარმომადგენელთან ბათუმში ბატონ ალი ოზგურ ფეჰლივანთან Print
Saturday, 20 February 2021 12:37

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, TAV Georgia-ს წარმომადგენელს ბათუმში ბატონ ალი ოზგურ ფეჰლივანსეწვია და  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა  ისაუბრეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენასა და ფრენების განრიგის შესახებ, განიხილეს ის აქტუალური პრობლემები, რომლებიც პანდემიიის ფონზე შეიქმნა ავიაციაში და ასევეხაზი გაუსვეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობას. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები მალე დასრულდება რის შედეგადაც ბათუმის აეროპორტი შეძლებს წელიწადში 1 200 000 მგზავრს გაუწიოს მომსახურება, რაც ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ასოციაციის თავმჯდომარემ მიულოცა ეს წარმატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციასა და სრულიად საქართველოს. TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ბათუმში ბატონ ალი ოზგურ ფეჰლივანმა მადლობა გადაუხადა ბატონ ოსმანს სტუმრობისთვის.