შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან Print
Saturday, 20 February 2021 12:45

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ ლევან ვეფხვაძესთან ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ის აქტუალური პრობლემები  რაც პანდემიამ შეუქმნა კომპანიებს, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები როგორიცაა კვალიფიკაციური კადრები და გაზრდილი ტარიფები,  სასწავლო კურსების გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს კვალფიიკაციური კადრების არსებობას ხელს, ასევე ისაუბრეს ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის გავლენა კომპანიების საქმიანობაზე და არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე. მხარეებმა ასევე შეთანხმდნენ ურთიერთნამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე და ისაუბრეს სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. ასოციაციის თავმჯდოამრემ მადლობა გადაუხადა ბატონ ლევანს ნაყოფიერი შეხვედრისთვის.