შეხვედრა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან Print
Tuesday, 23 March 2021 09:48

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, პანდემიის ფონზე ტურიზმის სფეროში წარმოქმნილი პრობლემებისა და გადაჭრის გზების განხილვა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს, სასტუმრო ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის პანდემიის ფონზე უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული გარემოს ჩამოყალიბებაზე და რეგულაციების ეტაპობრივად შემსუბუქების არსებით მნიშვნელობაზე. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სტუმრებს გაუზიარა ინფორამცია ასოციაციისა და წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ.