ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრა ზირაათ ბანკის დირექტორთან Print
Tuesday, 23 March 2021 09:55

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოცაიციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, ზირაათ ბანკის ბათუმის ფილიალის დირექტორთან  ზაზა ფარსენაძესთან სამუშაო ვიზიტი გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ზირაათ ბანკის ბათუმის ფილიალის დირექტორის მოადგილე ალი მეჯითი და საკრედიტოს უფროსი მამუკა ფარსენაძე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობოსების გზებზე, უცხოური ინვესტიციების მოზდვის მნიშვნელობაზე საქართველოში და ასევე განიხილეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორები რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია. ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.