საქართველოს საერთშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის ქ. ხოფის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ოსმან აქიურექს ეწვია Print
Tuesday, 23 March 2021 10:29

შეხვედრის მსველობისას მხარეებმა ისაუბრეს, პანდემიის მიერ შექმნილ რთულ ვითარებაზე, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე, სარფის სასაზღვრო პუნქტის გახსნაზე, რომელიც ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგეს, სხვადასხვა ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვაზე, ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ‘’ორი ქვეყნის ერთი ტურისტი’’დევიზით ორივე ქვეყნისთვის საერთო ტურისტული მარშუტის შემუშავებაზე, ასევე საქართველოში პირველ ვირტუალური სამშენებლო გამოფენის ჩატარების შესახებ მხარეთა მიერ მოხდა სხვადასახვა იდეების გაცვლა.