26 მარტს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, გიორგი რომანაძე საპასუხო ვიზიტით ეწვია Print
Wednesday, 02 June 2021 08:38

შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს პანდემიის პერიოდში წარმოიქმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების და რეგიონში ახალი ინვესიტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე, აგრეთვე, სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივებზე. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა უკვე დაგეგმილი გამოფენებისა და მსგავსი ღონიძიებების ერთობლივად ჩატარების მნიშვნელობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი, ედნარ ბოლქვაძე. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.