თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვია Print
Wednesday, 02 June 2021 08:45

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ ვითარებაზე, ორი ქვეყნის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მნიშვენელობაზე, სარფის სასაზღვრო პუნქტის გახსნის აუცილებლობაზე და ერთობლივად სხვადასხვა სფეროს მიმართულებით აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს სავაჭრო ატაშეები ქ.ბათუმში, ფეიზა ერდოღანი და დიდემ დირლიქ სონღური. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, სტუმრებს გაუზიარა ინფორამცია ასოციაციისა და წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ და მადლობა გადაუხადა ასოციაციაში სტუმრობისთვის.