საქთა ასოციაციიის თავმჯდოამრის ინტერვიუ აჭარის ტელევიზიაში, თემაზე: დიაგონალრუი კუმუართველოს საერთაშორისო ინვესტორლაცია Print
Wednesday, 02 June 2021 09:04

1. რას ნიშანვს დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება?

ეს არის შეთანხმება, რომელიც ფუნქციონირებს ორზე მეტ ქვეყანას შორის თუ ამ ქვეყნებს გააჩნიათ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წარმოების მსგავსი წესებით.

აღნისნული შეთანხმება ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის გაძლიერებას.

2. რას ითვალისწინებს დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება?

დიაგონალური კუმულაციის პრინციპის ამოქმედება ითვალისწინებს თურქეთიდან შემოტანილ ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის გატანას ევროკავშირის ბაზარზე.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად თურქულ ნედლეულზე საქართველოში დამზადებული პროდუქცია ჩაითვლება ქართულ პროდუქციად და შესაბამისად მოხდება მისი გატანა ევროკავშირის ბაზარზე სადაც  ‘’Made in Georgia’’ ეტიკეტით იქნება წარმოდგენილი.  აქვე მინდა დავამატო ისიც რომ ნედლეულის შემოტანით მოხდება წარმოებული პროდუქციის ნაირსახეობების გაზრდა და კომპანიებს შეეძლებათ წარმოება გადმოიტანონ საქართველოში და აღარ მოუწიოთ სხვა ქვეყანაში წარმოების განხორციელება.

-ეროკავშირის ბაზარზე რომ შევიდეს პროდუქცია ამისათვის მნიშვენლოვანია იყოს წარმოებული საქართველოში ეს შეთანხმება კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

3. წარმოების რა სახეობებზე გავრცელდება დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება?

ყველზე მეტად  ეს შეეხება ტექსტილის, ავეჯისა და სამშენებლო სფეროებისთვის საჭირო ნედლეულის შემოტანას.

4. რა ნედლეულის შემოტანა იქნება შესაძლებელი თურქეთიდან დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ფარგლებში?

ამ შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი იქნება ყველა სახის ნედლეულის შემოტანა საქართველოში.

5. ვის შეეძლება ამ ნედლეულის შემოტანა? მხოლოდ თურქ ბიზნესმენებს და თურქეთის მოქალაქეებს თუ ქართველ ბიზნესმენებსა და საქართველოს მოქალაქეებსაც?

ნედლეულის შემოტანა შეეძლებათ როგორც თურეთის ასევე საქართველოს მოქალაქეებსაც, რაც ვფიქრობ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ინვესტორების დაახლოებას და სამომავლოდ ერთობლივად კომპანიების დაარსებას.