თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ქ. თბილისში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა Print
Wednesday, 02 June 2021 09:21

6 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ქ. თბილისში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, მეგობრობის ჯგუფის წევრი დეპუტატები,ბიზნესმენები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელები და წევრები. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინვესტორთა ასოციაციის წევრები და თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბატონმა ოსმანმა, მადლობა გადაუხადა, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს, ნაყოფიერი შეხვედრისთვის.