ტერნოპოლ (უკრაინა) - აჭარის (საქართველო) ბიზნეს პალატის ფორუმი Print
Wednesday, 02 June 2021 09:25

19 მაისს, ონლაინ ფორმატში გაიმართა, ტერნოპოლ (უკრაინა) - აჭარის (საქართველო) ბიზნეს პალატის ფორუმი, აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავნაძე, ასოციაციის თავმჯდომარემ სტუმრებს გაუზიარა ინფორმაცია ასიციაციის საქმიანობის შესახებ. ფორუმის ძირითადი მიზანი გახლდათ, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ახალი ბიზნეს ინვესტიციების მხარდჭერა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია, ახალი პარტნიორული შესაძლებლობების ჩამოყალიბების მნიშვნელობისა და ერთობლივად სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელების შესახებ.