„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ Print
Wednesday, 02 June 2021 11:25

28 მაისს, საქართველოში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ფორუმი, პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, სემინარის ფორმატში ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობდა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის მიმდინარეობისას, ასევე გაიმართა ორი თემატური შეხვედრა, ‘’ეკონომიკა და ბიზნესი, ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის’’ და „განათლება და კულტურა“ სადაც განხილული იქნა სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები და ქართული დიასპორის განსაკუთრებული როლი კულტურულ დიპლომატიაში. ფორუმს, წარმოშობით ქართველი (ჩვენებური) საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეც ესწრებოდა, ბატონმა ოსმანმა მადლობა გადაუხადა, საქართველოს მთავრობას, ფორუმის ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს, ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრის ჩატარებისთვის.