ასოციაციაციის თავმჯდომარის ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის და თურქეთის, ქალაქ ტრაპიზონში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მ. სუათ ჰაჯისალიოღლუს და მმართველთა საბჭოს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა Print
Friday, 18 June 2021 10:56

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს, კოვიდ პანდემიის მიერ გამოწვეული პრობელემბი, თურქეთ-საქართველოს შორის სახმელეთო საზღვრების გახსნის მნიშვნელობა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ერთობლივად ახალი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. ბატონმა ოსმანმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია, თბილისი-ბათუმი-ტრაპიზონი/ტრაპიზონი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ახალი ავიარეისის დაგეგმვის შესახებ, შეხვედრის მონაწილეებმა სრული მხარდაჭერა გამოთქვეს და მადლობა გადაუხადეს ბატონ ოსმანს სტუმრობისთვის. ასოციაციის თავმჯდომარემ, ქ.ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს მ. სუათ ჰაჯისალიოღლუს და მმართველთა საბჭოს წევრები მოიპატიჟა საქართველოში.