საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP), ტრაპიზონის რეგიონალური ოფისის თავმჯდომარეს და ექიმს სეზგინ მუმჯუს ეწვია Print
Friday, 18 June 2021 11:03

10 ივნისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP), ტრაპიზონის რეგიონალური ოფისის თავმჯდომარეს და ექიმს სეზგინ მუმჯუს ეწვია, თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, პანდემიისგან შექმნილი პრობლემები, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, სარფის სასაზღვრო პუნქტის გახსნა, და ხაზი გაუსვეს ახალი ავიარეისის თბილისი-ბათუმი-ტრაპიზონი/ტრაპიზონი-თბილისი-ბათუმის მიმართუმელიბით დაგეგმვის მნიშვნელობას. ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონი სეზგინი საქართვლოში მოიწვია. ბატონმა სეზგინმა, ბატონ ოსმანს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ჩამოვა საქართველოში.