14 ივნისს, ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ქ. ტრაპიზონის საერთაშორისო აეროპორტის გენერალურ დირექტორს შეხვდა Print
Friday, 18 June 2021 11:06

14 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, ქ. ტრაპიზონის საერთაშორისო აეროპორტის გენერალურ დირექტორს ისა თურქმენს სამუშაო ვიზიტით ეწვია. მხარეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ერთმანეთს თავიანთი საქმიანიბის შესახებ. შეხვედრის მსველობისას ისაუბრეს, პანდემიის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობაზე და პანდემიის ფონზე, თბილისი-ბათუმი-ტრაპიზონი/ტრაპიზონი-ბათუმი თბილისის მიმართულებით ახალი ავიარეისის დაგეგმვის დეტალებზე. ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა, ბატონ ისას გულთბილი დახვედრისთვის და მოიპატიჟა საქართველოში.