საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სააგენტოების გაერთიანების „TÜRSAB“-ის, შავიზღვისპირეთის ოფისის თავმჯდომარე ვოლქან ქანთარჯი საპატიო ვიზიტით ეწვია Print
Wednesday, 23 June 2021 12:47

23 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სააგენტოების გაერთიანების „TÜRSAB“-ის, შავიზღვისპირეთის ოფისის თავმჯდომარე ვოლქან ქანთარჯი საპატიო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარებმა ისაუბრეს, აჭარის რეგიონალური ტურიზმის პოტენციალზე, პანდემიის თანამედროვე გამოწვევებზე ტურიზმის სექტორში, ტურისტებისთვის უსაფრთხოების ზომების არსებობის აუცილებლობაზე, ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად ორ ქვეყანას შორის საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლის მნიშვნელობაზე. ასოციაციის თავჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟვანაძემ, მადლობა გადაუხადა ბატონ ვოლქანს ასოციაციაში სტუმრობისთვის.