შეხვედრა ინვესტორთა ასოციაციაში Print
Wednesday, 25 August 2021 11:16

19 აგვისტოს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, თურქეთის ავიახაზების დირექტორი საქართველოში, შერაფეთთინ ექიჯი და თურქეთის ავიახაზების წარმომადგენელი ბათუმში, ოზგურ აღჯა ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს კორონა ვირუსი პანდემიისგან შექმნილ გლობალურ პრობელმებზე და ინდუსტრიებზე, რომლებიც კორონა ვირუსმა ყველზე მეტად დააზარალა, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნლობაზე და მგზავრობისას უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე. ასევე ხაზი გაუსვეს ბათუმი სტამბოლის მიმართულებით კვირაში შვიდი ავიარეისის დანიშვნის მნიშვნელობას. ”ვიმედოვნებ რომ, უახლოეს მომავალში ისევ აღდგება ფრენები ანკარა-ბათუმის მიმარულებით, თურქეთის ავიახაზები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში”- აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ და მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის.