ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრა, MÜSIAD ტრაპიზონის ფილიალის თავმჯდომარესთან Print
Monday, 13 September 2021 09:51

2021 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MÜSIAD) ტრაპიზონის ფილიალის თავმჯდომარეს ზაფერ ოფლუოღლუს ეწვია, თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს, პანდემიისგან შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე აგრეთვე, ერთობლივად სხვადასხვა მიმართულებით ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონ ზაფერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ და ტრაპიზონელ ინვესტორებს მოუწოდა ინვესტიციების განხორციელებაზე საქართელოში. MÜSIAD ტრაპიზონის ფილიალის თავმჯდომარემ ბატონმა ზაფერმა მადლობა გადაუხადა ბატონ ოსმანს სტუმრობისთვის.