აზერბაიჯანი-საქართველოს-თურქეთის სამმხრივი ბიზნეს ფორუმი Print
Thursday, 06 January 2022 09:10

2021 წლის 14 დეკემბერს თურქეთის ვაჭრობის სამინისტორსა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ორგანიზებით, აზერბაიჯანში ქ.ბაქოში გაიმართა აზერბაიჯანი-საქართველოს-თურქეთის სამმხრივი ბიზნეს ფორუმი. ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, თურქეთის ვაჭრობის მინისტრი  მეჰემთ მუში, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი და საერთაშორისო დიპლომატიური წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნისნულ ფორმუს აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბიზნეს ფორუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამ ქვეყანას შორის ახალი თანამშრომლობის, კონტაქტებისა და ბიზნეს შესაძლებლობების შექმნა.