შეხვედა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან Print
Friday, 12 August 2022 12:02

2022 წლის 10 აგვისტოს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვდრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, ორ ქვეყანას შორის კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე, დღის წესრიგში არსებულ აქტულურ საკითხებზე და სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვაზე. მოგეხსენებათ, რომ ბატონი ნადირ ალფასლანო ესწრებოდა 13-15 მაისს ბათუმში ჩატარებულ ტურისტულ გამოფენას, რისთვისაც ბატონმა ოსმანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.