შეხვედრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან Print
Sunday, 16 October 2022 06:22

2022 წლის 23 აგვისტოს DEİK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს რამაზ ჯინჭარაძეს ეწვია. ბატონმა ოსამანმა ბატონ რამაზს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.