შეხვედრა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისს უფროსთან Print
Sunday, 16 October 2022 06:36

2022 წლის 22 სექტემბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის (საქართველოს მხარეს) უფროსს ბატონ ზურაბ ინასარიძეს ეწვია. ბატონ ზურაბს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტუალ საკითხებზე, საქართველო-თურქეთის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე.