შეხვედრა ბატონ სენოლ ალქანთან Print
Sunday, 16 October 2022 06:42

2022 წლის 22 სექტემბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსს შენოლ ალქანს ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეების მიერ განხილულ იქნა, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილების რიგების მიზეზები და აღმოფხვრის გზები, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული პრობლემების გადაჭრა და სხვა აქტუალური საკითხები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოხდა აზრთა გაზიარება.