„დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ Print
Sunday, 16 October 2022 06:51

2022 წლის 9 სექტემბერს ქ. თბილისში „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ სახელწოდებით ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობები, დიაგონალური კუმულაციის მნიშვნელობა და შედეგები. ასევე გაიამრთა B2B შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის კომპანიებს შორის. ფორუმს ესწრებოდნენ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრი მეჰმეთ მუში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აგრეთვე USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, საქართველოსა და თურქეთის კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები. აღნიშნულ ფორუმს, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეც ესწრებოდა. ბატონმა ოსმანმა აღნიშნა, რომ დიაგონალური კუმულაცია ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების ზრდას.