სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა Print
Sunday, 16 October 2022 07:13

კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით, ბათუმში სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-3 საერთაშორისო გამოფენა ExpoMed Batumi გაიხსნა. გამოფენის გახსნის ცერემონიალს მთავრობა, მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის წარმოადმგენლები, ასოციაციების თავმჯდომარეები და ბიზნესმენები ადაესწრნენ. გამოფენაზე წარმოდგენილია სამედიცინო აღჭურვილობა და ხელსაწყოები, ერთჯერადი მოხმარების საგნები, სადიაგნოსტიკო აპარატურა, პრევენციული და პოსტდიაგნოსტიკური მკურნალობის მეთოდები, IT სისტემები, ორთოპედია, ფიზიოთერაპია/რეაბილიტაცია და სხვა. გამოფენაზე წარმოდგენილი არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებები. პარალელურად იმართება საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია და B2B შეხვედრები. ასევე, სისხლის დონაციის აქცია ‘’გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’.  ExpoMed Batumi-ს მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების საქმიანობის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და სამომავლო თანამშრომლობა.