ტურიზმის სფეროში თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა Print
Sunday, 16 October 2022 07:21

2022 წლის 11 ოქტომბერს ქ. სტამბოლში ტურიზმის სფეროში თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.შეხვდრის მიზანს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს  თურქეთ-საქართველოს ტურიზმის პოტენციალი და ტურისტული პროდუქციის განვითარების შესაძლებლობა. ასევე საუბარი შეეხო  სხვადასხვა ტრენინგისა და ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრები თურქეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ორგანიზებით გაიმართა.