შეხვედრა Turkish Airlines და Pegasus Airlines წარმომადგენლებთან Print
Sunday, 16 October 2022 07:27

2022 წლის 11 ოქტომბერს ქ. სტამბოლში ტურიზმის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის ფარგლებში Turkish Airlines და Pegasus Airlines წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ორივე ა/კ პოტენციური ოპერირების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ მ/წლის 2 ნოემბრიდან, ანკარა-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიის Pegasus Airlines მიერ პირდაპირი ავიარეისების შეასრულება დაიწყება. ამასთან, შეხვედრაზე განხილულ იქნა თურქეთის ავიახაზების კვირაში 5 სიხშირით ბათუმში ოპერირების შესაძლებლობის საკითხი.