შეხვედრა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან Print
Sunday, 13 November 2022 09:58

2022 წლის 25 ოქტომბერს, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე.