კომპანია ბეკოს 25 წლის იუბილე Print
Sunday, 13 November 2022 10:02

2022 წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისში შერატონ მეტეხი პალასში, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი „ბეკო“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ბეკოს 25 წლის იუბილეს 700 სტუმარი, მათ შორის საჯარო პირები, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე დაესწრო, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო, დღეს კი „ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილი, 5 სერვის ცენტრი, 800 დასაქმებული ადამიანი და ასობით ათასი ერთგული მომხმარებელია.