თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 99-ე წლის იუბილე Print
Sunday, 13 November 2022 10:18

2022 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში თურქეთის საელჩოში, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 99-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასოციაციების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრო, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბატონმა ოსმანმა მადლობა გადაუხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ალი ქაან ორბაის და თანამშრომლებს შეხვედრის ორგანიზებისთვის.