თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 99-ე წლის იუბილე Print
Sunday, 13 November 2022 10:26

2022 წლის 28 ოქტომბერს შერატონში, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 99-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასოციაციების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრო, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბატონმა ოსმანმა მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს - ბათუმში რიზა ქაან ილმაზს და თანამშრომლებს შეხვედრის ორგანიზებისთვის.