შეხვედრა ექსიმ იათირიმ ჰოლდინგის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან Print
Saturday, 10 December 2022 09:24

2022 წლის 8 დეკემბერს Deik-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, ექსიმ იათირიმ ჰოლდინგის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს ებუბექირ თივნიქლისა და ექსიმ იათირიმ ჰოლდინგისა და აჭარ ენერჯი 2007-ს დირექტორს ჩაღათაი ულქერს შეხვდა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე, ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.