ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საქმიანობის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა Print
Saturday, 10 December 2022 09:34

2022 წლის 9 დეკემბერს ქ. სტამბოლში თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ოფისში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საქმიანობის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა, DEIK-ის  თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან  მჟავანაძე, DEIK-ის  თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსი თამარ სახეიშვილი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. შეხვდრის მსვლელობისას, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ და ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ სახეიშვილმა წარადგინეს პრეზენტაცია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საქმიანობისა და  საქართველოსა და ფოთის საინვესტიციო შესაძლებლობების  შესახებ. შეხვდრა დასრულდა კითხვა პასუხის რეჟიმით.