შეხვედრა MÜSİAD ბათუმის ფილიალის წევრებთან Print
Friday, 14 April 2023 05:17

2022 წლის 15 დეკემბერს Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, MÜSİAD ბათუმის ფილიალის თავმჯდომარეს ჰამზა ქოსეს ეწვია. მას ახალ ოფისში გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. აღნიშნულ შეხვედრას MÜSİAD ბათუმის ასოციაციის წევრებიც დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, მიმდინარე აქტუალური საკითხები, საქართველოს საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა.