შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ქაჩქარის საბაჟოსა და საგარეო ვაჭრობის რეგიონალური სამმართველოს უფროსთან და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსთან Print
Friday, 14 April 2023 05:32

2023 წლის 12 იანვარს Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, თურქეთის რესპუბლიკის ქაჩქარის საბაჟოსა და საგარეო ვაჭრობის რეგიონალური სამმართველოს უფროსს ერსინ ბაშარანს და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსს შენოლ ალქანს ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე.